გამოსაშვები საღამო 2015

2015 წლის 24 ივლისს, კულტურის ცენტრ "მუზაში" დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსელების გამოსაშვები საღამო შედგა. იყო დადებითი ემოციებით გამთბარი ღონისძიება. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას თავი კომფორტულად ეგრძნო. 

წელს პირველად დაწესდა ჯილდო, რომელიც ტრადიციული ხასიათის იქნება იქნება და ყოველ გამოსაშვებ საღამოზე ერთ წარმატებულ სტუდენტს გაახარებს. ეს პრემია გახლავთ "რექტორის ჯილდო", რომელსაც მიიღებს ის კურსდამთავრებული, ვინც მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრებით, აქტივობებში ჩართულობასა და სემინარებში მონაწილეობით გამოირჩეოდა. "რექტორის ჯილდოს" წლევანდელი მფლობელი გახდა მარიამ ჩარკვიანი, რომელმაც სერთიფიკატთან ერთად ფულადი ჯილდოც მიიღო. ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას და ვუსურვებთ, კიდევ ბევრისთვის მიეღწიოს.

ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა დავით ტვილდიანის სახელობის სტიპენდიაც, რომელიც დაწესდება სექტემბრიდან და რომელსაც მიიღებს თითოეული კურსის წარმატებული სტუდენტი, ხოლო მათ შორის საუკეთესოს გადაეცემა "ოქროს სტიპენდია."

კურსდამთავრებულებს ვულოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას, ვუსურვებთ წინსვლას პირად და კარიერულ ცხოვრებაში. უნივერსიტეტის მთავარი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა სტუდენტები არიან; დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის ამაყობდა და იამაყებს საკუთარი კურსდამთავრებულებით. გვიხარია, რომ ჩვენს უნივერსიტეტს კიდევ ერთი წარმატებული გამოშვება შეემატა.