დტსუ-სა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით თითოეული სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის წლიური ღირებულებიდან სოლიდარობის ფონდში 12 ლარი ჩაირიცხება.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტის რექტორ ლევან ტვილდიანს.

აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

 

ფეისბუქი: https://www.facebook.com/media/set/?set=a.720326914767007.1073741844.296681897131513&type=3