გულის მსოფლიო დღე

გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) ყოველწლიურად აღინიშნება 29 სექტემბერს. ამ დღის შემოღების მიზანია,  ემცნოს საზოგადოებას იმ ხიფათის ზრდის შესახებ,  რომელიც გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ეპიდემიით მსოფლიოში, 

დღეისათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი წარმოადგენს სიკვდილის უმთავრეს მიზეზს  მსოფლიოში, რასაც 17 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ყოველწლიურად. ამ დაავადებების რისკ-ფაქტორებად ითვლება: ფიზიკური ინერტულობა, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინისა და გლუკოზის რაოდენობა სისხლში, თამბაქოს მოწევა, ხილითა და ბოსტნეულით  არასაკმარისი კვება, მომატებული წონა და სიმსუქნე.

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, აღენიშნა გულის მსოფლიო დღე და თბილისის მაცხოვრებლებისთვის მიეცა ის ძირითადი რჩევები, რაც დაეხმარება მათ, ჯანმრთელობა შეინარჩუნონ და გულს არ მიაყენონ საფრთხე. დტსუ-მ გადაწყვიტა, რჩევების მიცემას არ ჰქონოდა მოსაწყენი ხასიათი და მარტივად აღქმადი ყოფილიყო საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის.

ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის სხვადასხვა უბანშიგაიმართა წარმოდგენა დტსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით. წარმოდგენის ძირითადი მისია იყო, ადამიანებისთვის გვემცნო იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რომლებიც მათ გულს საფრთხეს შეუქმნის. წარმოდგენის ერთ-ერთი მონაწილე იყო თავად სიკვდილი, რომელიც "შავი ფლაერების" წყალობით ამცნობდა ხალხს, თუ როგორი იქნება მათი გული და ზოგადად, სხეული, თუკი მას სათანადოდ არ მოუფრთხილდებიან.

სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა ფლაერები. თითოეულ მათგანს აქვს ვაუჩერის დანიშნულება და მისი წარდგენით შესაძლებელია ერთჯერადი უფასო შესვლა სპარტა ფიტნესში+ინდივიდუალური დიეტა. ფლაერების გამოყენების ბოლო ვადაა 29 ოქტომბერი. 

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს სტუდენტებს, (ნესტან ბადიაშვილს, გიორგი კოპალეიშვილს, ნუკა ხატიაშვილს, ნოდო გურგენიძეს, მიშო ბურკაძესა და მიშო ელიზბარაშვილს)  რომლებიც ხალისით ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და ის საინტერესო გახადეს.

ღონისძიების ფოტოების სანახავად მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://www.facebook.com/media/set/?set=a.723481211118244.1073741847.296681897131513&type=3

ღონისძიების ამსახველი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=kq5FcvDviv4&feature=share