დიაბეტის მსოფლიო დღე

დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 14 ნოემბერს, ფრედერიკ ბანტინგის დაბადების დღეს; მან ჩარლზ ბესტთან ერთად პირველად გამოყო ინსულინი. დიაბეტის მსოფლიო დღე დაარსდა 1991 წელს, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და აღინიშნება 160 ქვეყანაში.
მსოფლიო დიაბეტის დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მისი მოწოდებაა, შეიცვალოს დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 346 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით. 
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, ჰიპერმარკეტ გუდვილთან ერთად გაეკეთებინა აქცია. გუდვილში წარმოდგენილია ჩვენი სტენდი და ფლაერები, სადაც განთავსებულია ის ძირითადი ფრაზები, რომლებიც დაავადება დიაბეტს ეხება. ასევე ჩვენმა სტუდენტებმა მომხმარებლებს აუხსნეს, რომ დიაბეტი განაჩენი არაა და მისი მკურნალობა შესაძლებელია, თუკი გარკვეულ მითითებებს დავიცავთ. მადლობას ვუხდით სტუდენტებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ, რომ აქცია საინტერესო და ინფორმაციული გამოსულიყო: ავთო ქოჩიაშვილს, გიორგი მშვილდაძეს, ანა მეტრეველს, თემო დავითაშვილსა და ბარბარე ხატიაშვილს.