ბიოლოგიის სემინარი აბიტურიენტთათვის

შაბათს, 20 თებერვალს, 12:00 საათზე, აბიტურიენტთათვის, ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საკონსულტაციო სემინარი ბიოლოგიაში. 
სემინარს გაუძღვება ბატონი შოთა მანჯავიძე, რომელიც გახლავთ ბიოლოგიის პედაგოგი და:
•ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრის ყოფილი კოორდინატორი;
•შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის ყოფილი სპეციალისტი;
•აბიტურიენტების, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ბიოლოგიის სახელმძღვანელოს - „ბიოლოგია აბიტურიენტებისთვის“, (ავტორები: ლ. ბურდილაძე, ნ. სიხარულიძე, ქ. მაღრაძე, დ. ბარამიძე) რედაქტორ-კონსულტანტი.
სემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
•ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი სპეციფიკა;
•ბიოლოგიის გამოცდის ჩაბარების ინსტრუქცია;
•ზოგადი მითითებები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო პროცესში;
•ბიოლოგიის ტესტების განხილვა;
•ტესტის სტრუქტურა;
•საკითხები და ქულების განაწილება თემების მიხედვით;
•ტესტების ტიპები;
•სხვადასხვა თემის ტიპიური ტესტების გარჩევა;
•რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა გენეტიკური ამოცანების ამოხსნისას;
აღნიშნული საკითხების განხილვის გარდა, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ბატონ შოთას დაუსვან, ბიოლოგიის ირგვლივ, მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
 
სემინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სარეგისტრაციოდ მოგვწერეთ ჩვენი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ან მეილზე (gkurtanidze@dtmu.edu.ge) შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და გვარი
ტელეფონის ნომერი
სკოლა, სადაც სწავლობთ
 
 
იხილეთ ჩვენი სემინარის ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/452299714973906/