ქიმიის სემინარი აბიტურიენტთათვის

აბიტურიენტების მხრიდან დიდი ინტერესის გამოჩენის გათვალისწინებით, შაბათს, 27 თებერვალს, აბიტურიენტთათვის, ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საკონსულტაციო სემინარი ქიმიაში.
სემინარს გაუძღვება ქალბატონი ლუარა ჩაკაბერია, რომელიც გახლავთ პირველი ექსპერიმენტული სკოლის ქიმიის პედაგოგი.
სემინარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი სპეციფიკა;
• ქიმიის გამოცდის ჩაბარების ინსტრუქცია;
• ზოგადი მითითებები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო პროცესში;
• ქიმიის ტესტების განხილვა;
• ტესტის სტრუქტურა;
• საკითხები და ქულების განაწილება თემების მიხედვით;
• ტესტების ტიპები;
• სხვადასხვა თემის ტიპიური ტესტების გარჩევა;

აღნიშნული საკითხების განხილვის გარდა, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალბატონ ლუარას დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები ქიმიის ირგვლივ და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
სემინარზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. სარეგისტრაციოდ მოგვწერეთ ჩვენი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ან მეილზე (gkurtanidze@dtmu.edu.ge) შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და გვარი
ტელეფონის ნომერი
სკოლა, სადაც სწავლობთ

 

შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენი ღონისძიების ბმულს: https://www.facebook.com/events/1793331394228059/