სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2015წლის 22 მაისს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA)ორგანიზებით ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა „სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს მეთერთმეტე).

კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დტსუს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), ყაზახეთის  ყარაგანდის სახელმწიფო და ასტანის სამედიცინო უნივესრიტეტების, ჩეხეთის ჰრადეც კრალოვის ჩარლზის უნივერსიტეტის დიპლომამდელი და PhDსტუდენტები.  კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური და საინტერესო საკითხები, ექსპერიმენტალური და კლინიკური შემთხვევები, რამაც მოიპოვა აუდიტორიის ყურადღება  და აქტიურად ჩართო დამსწრეები დისკუსიებში. კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული და ინგლისური. ნაჩვენები იყო ასევე მოწვეული სპიკერის, დტსუ-ს კურსდამთავრებულისა და ა.შ.შ.-ს პენსილვანიის უნივერსიტის პოსტ-დოქტორანტული მკვლევარის, დენის ჯგამაძის  პრეზენტაცია მისი კვლევის ღეროვანი უჯრედებზე და ტვინის რეგენერაციაზე შესახებ.

„სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გახსნა მარიამ შუბითიძემ, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის პრეზიდენტმა. მისალმებით გამოვიდნენ დტსუ-ს რექტორი პროფ. ლევან ტვილდიანი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი ბატონი დავით ნადარეიშვილი. კონფერენციის სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმა ასევე უმაღლესი განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ჩიტაია, ვის მერეც SYSSA-ს მოკლე პრეზენტაცია გააკეთა SYSSA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაბა საი ქრიშნა ამბედქარმა. კონფერენციის გახსნის ცერემონია დასრულდა დტსუ-ს თვითმართველობის პრეზიდენტის ანო გიორგაძის პრეზენტაციით თვითმართველობის შესახებ. კონფერენცია დაყოფილი იყო PhD და დიპლომამდელი სტუდენტების სხდომებად, რომლის თავმჯდომარეები იყვნენ დტსუ-ს ვიცე-რექტორი პროფ. სერგო თაბაგარი PhDსტუდენტების სექციაში, ხოლო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე პროფ. ნუზარ ნარსია დიპლიმამდელი სტუდენტების სექციაში. თავმჯდომარეები იყვნენ ასევე ნინო შამუგია და ედვარდ ლიმონჯიანი, დტსუ-ს სტუდენტები და SYSSA-ს წევრები.

კონფერენციაზე მომხსენებლებს აფასებდა შეფასების კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ დტსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები - ნუგზარ ნარსია, ლიანა გოგიაშვილი, ნია ბრეგვაძე, სერგო თაბაგარი. მათ კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს და კონფერენციის ბოლოს გამოავლინეს I, II, დაIIIადგილზე გასული მოხსენებები PhD სტუდენტების სექციასა და დიპლომამდელი სტუდენტების სექციაში.

„სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის“ დასრულებისას სიტყვით გამოვიდა პროფ.სერგო თაბაგარი.  SYSSA-სთან ერთად მან მონაწილეებს გადასცა მონაწილეობის სერთიფიკატები და შეფასების კომიტეტის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ მოხსენებების ავტორებს შესაბამისი სერთიფიკატები. PhD სტუდენტების სექციაში I ადგილი დაიმსახურა ალექსანდრა ნადირაძემ (დტსუ), ხოლო IIდა IIIადგილები აიღეს - ყაზახეთის ყარაგანდას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის PhD სტუდენტებმა ევგენია კოლესნიკოვამ და ნაზგულ სარსექეიევამ. დიპლომამდელი სტუდენტების სექციაში I ადგილი დაიმსახურა ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარტინ ბორტლიკმა;   II- დტსუ-ს II კურსის სტუდენტებმა ჰიმა ბინდუ პენუგანჩიპროლუმ, იოჰანა პავლიკმა და ათიზივამ რინა აართიკამ; III - თსსუ-ს სტუდენტმა თამარ ჩუმბურიძემ. გამარჯვებულ მონაწილეებს შემდგომში გადაეცემათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. სერთიფიკატი გადაეცათ ასევე ორგანიზატორებს - SYSSA-ს წევრებს; დასწრების სერთიფიკატებს მიიღებენ კონფერენციაზე დამსწრე დტსუ-ს სტუდენტები.

23-24 მაისს ყაზახეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტებიდან მონაწილე სტუდენტებისთვის SYSSA-მ მოაწყო ტურები თბილისისა და მცხეთის გასაცნობად. ისინი გაეცნენ ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობებს, დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მცხეთის ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/media/set/?set=a.724487934329136.1073741831.306351706142763&type=32015წლის 22 მაისს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA)ორგანიზებით ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა „სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს მეთერთმეტე).

კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დტსუს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), ყაზახეთის  ყარაგანდის სახელმწიფო და ასტანის სამედიცინო უნივესრიტეტების, ჩეხეთის ჰრადეც კრალოვის ჩარლზის უნივერსიტეტის დიპლომამდელი და PhDსტუდენტები.  კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური და საინტერესო საკითხები, ექსპერიმენტალური და კლინიკური შემთხვევები, რამაც მოიპოვა აუდიტორიის ყურადღება  და აქტიურად ჩართო დამსწრეები დისკუსიებში. კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული და ინგლისური. ნაჩვენები იყო ასევე მოწვეული სპიკერის, დტსუ-ს კურსდამთავრებულისა და ა.შ.შ.-ს პენსილვანიის უნივერსიტის პოსტ-დოქტორანტული მკვლევარის, დენის ჯგამაძის  პრეზენტაცია მისი კვლევის ღეროვანი უჯრედებზე და ტვინის რეგენერაციაზე შესახებ.

„სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გახსნა მარიამ შუბითიძემ, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის პრეზიდენტმა. მისალმებით გამოვიდნენ დტსუ-ს რექტორი პროფ. ლევან ტვილდიანი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი ბატონი დავით ნადარეიშვილი. კონფერენციის სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმა ასევე უმაღლესი განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ჩიტაია, ვის მერეც SYSSA-ს მოკლე პრეზენტაცია გააკეთა SYSSA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბაბა საი ქრიშნა ამბედქარმა. კონფერენციის გახსნის ცერემონია დასრულდა დტსუ-ს თვითმართველობის პრეზიდენტის ანო გიორგაძის პრეზენტაციით თვითმართველობის შესახებ. კონფერენცია დაყოფილი იყო PhD და დიპლომამდელი სტუდენტების სხდომებად, რომლის თავმჯდომარეები იყვნენ დტსუ-ს ვიცე-რექტორი პროფ. სერგო თაბაგარი PhDსტუდენტების სექციაში, ხოლო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე პროფ. ნუზარ ნარსია დიპლიმამდელი სტუდენტების სექციაში. თავმჯდომარეები იყვნენ ასევე ნინო შამუგია და ედვარდ ლიმონჯიანი, დტსუ-ს სტუდენტები და SYSSA-ს წევრები.

კონფერენციაზე მომხსენებლებს აფასებდა შეფასების კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ დტსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები - ნუგზარ ნარსია, ლიანა გოგიაშვილი, ნია ბრეგვაძე, სერგო თაბაგარი. მათ კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს და კონფერენციის ბოლოს გამოავლინეს I, II, დაIIIადგილზე გასული მოხსენებები PhD სტუდენტების სექციასა და დიპლომამდელი სტუდენტების სექციაში.

„სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის“ დასრულებისას სიტყვით გამოვიდა პროფ.სერგო თაბაგარი.  SYSSA-სთან ერთად მან მონაწილეებს გადასცა მონაწილეობის სერთიფიკატები და შეფასების კომიტეტის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ მოხსენებების ავტორებს შესაბამისი სერთიფიკატები. PhD სტუდენტების სექციაში I ადგილი დაიმსახურა ალექსანდრა ნადირაძემ (დტსუ), ხოლო IIდა IIIადგილები აიღეს - ყაზახეთის ყარაგანდას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის PhD სტუდენტებმა ევგენია კოლესნიკოვამ და ნაზგულ სარსექეიევამ. დიპლომამდელი სტუდენტების სექციაში I ადგილი დაიმსახურა ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარტინ ბორტლიკმა;   II- დტსუ-ს II კურსის სტუდენტებმა ჰიმა ბინდუ პენუგანჩიპროლუმ, იოჰანა პავლიკმა და ათიზივამ რინა აართიკამ; III - თსსუ-ს სტუდენტმა თამარ ჩუმბურიძემ. გამარჯვებულ მონაწილეებს შემდგომში გადაეცემათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. სერთიფიკატი გადაეცათ ასევე ორგანიზატორებს - SYSSA-ს წევრებს; დასწრების სერთიფიკატებს მიიღებენ კონფერენციაზე დამსწრე დტსუ-ს სტუდენტები.

23-24 მაისს ყაზახეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტებიდან მონაწილე სტუდენტებისთვის SYSSA-მ მოაწყო ტურები თბილისისა და მცხეთის გასაცნობად. ისინი გაეცნენ ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობებს, დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მცხეთის ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/media/set/?set=a.724487934329136.1073741831.306351706142763&type=3