სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია


დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაცია (SYSSA) გიწვევთ უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტის" 25-წლიან იუბილესადმი მიძღვნილ "სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია"-ში (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს X სამეცნიერო კონფერენცია) მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებული ყველა ფაკულტეტიდან. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური საკითხები. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური. კონფერენციის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდება I, II, III ადგილზე გასული მოხსენებები და საუკეთესო პოსტერი; ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი. აბსტრაქტები და პუბლიკაციები გამოქვეყნდება. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
მონაწილეთათვის სარეგისტრაციო ფორმების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 4 აპრილი, 2014. მისამართზე science@aieti.edu.ge ან syssa.dtmu@gmail.com.
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 აპრილი.
დამსწრეთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი.

კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში 2014 წლის 6-7 ივნისს 09:00 – 18:00 საათზე (თბილისი, გოთუას ქ.14).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://www.facebook.com/scientificassociation.syssa.dtmu
https://www.facebook.com/events/167271603482516/

სარეგისტრაციო ფორმა და ინსტრუქცია შეგიძლიათ ჩამოტვირტოთ:

http://allshares.ge/download.php?id=B4F098B997

ან დაგვიკავშირდით:  ელ-ფოსტა: science@aieti.edu.ge ; syssa.dtmu@gmail.com

გელით კონფერენციაზე!

პატიცისცემით,
საორგანიზაციო კომიტეტი
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
ლუბლიანას ქ. 2/6, თბილისი 0159