განცხადებები

 
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა დაარსდა 2009 წლის 24 ოქტომბერს. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა მიმართლების მრავალმხრივ განვითარებას. სკოლას წამყვანი პოზიცია უკავია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების შორის იმ დისციპლინების მომზადებაში, რომელიც დაკავშირებულია ჯანდაცვის სისტემასთან, მათ შორის: ეპიდემიოლოგია და დიეტოლოგია. სკოლა გეგმავს განავითაროს ჯანმრთელი ცხოვრების და ჯანდაცვის სერვისების მართვის დისციპლინები. სკოლის საუკეთესო სოციალ-ეკოლოგიური მიდგომა აერთიენებს საზოგადოებრივ, გარემო და ოკუპაციური მედიცინის პრობლემებს და სერვისების მენეჯმენტს. ჩვენ მივისწრაფვით მივაღწიოთ სრულყოფილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევებსა და პოსტდიპლომური კვლევების ტრენინგებში და ავამაღლოთ პოსტდიპლომური კურსების ხარისხი, რომელიც კავშირშია საზოგადოებაში არსებულ ცვლილებებთან და აღიარებულია პროფესიული ორგანიზაციების და აკრედიტირებული ორგანოების მიერ. სკოლა მუშაობს ყველა ძირითდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე, რომელიც პრიორიტეტულია ადგილობრივ, ნაციონალურ და რეგიონალურ დონეებზე. სკოლა იღებს დოქტორანტებს საქართველოს ყველა კუთხიდან და უცხოეთიდან. ამგვარად, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა უდავოდ მიმზიდველია მკვლევარებისთვის. 
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მისია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცოდნის ამაღლება სამეცნიერო კვლევების ჩატარების, სერვისების მიწოდების და სპეციალისტების განათლების გზით. მათი დანიშნულებაა დაავადების პროფილაქტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეფექტურობის და სამართლიანობის მიღწევა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში.
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხედვა: გახდეს ლიდერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სწავლებაში, კვლევებსა და კონსულტაციებში საქართველოში და კავკასიის რეგიონში.