უმაღლესი სამედიცინო სკოლა ”აიეტი” ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) ასოცირებული წევრია.

 

ORPHEUS-ი წარმოადგენს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში ევროპული სადოქტორო პროგრამების ასოციაციას. ის არის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო პროგრამების (CDE-EUA) საბჭოს აქტიური წევრი.

 

  • ORPHEUS-ის პირველი კონფერენცია ჩატარდა ზაგრებში, 2004 წლის აპრილში და მიეძღვნა PhD პროგრამების ჰარმონიზაციას ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში. შემუშავებული დოკუმენტი ცნობილია “ზაგრების დეკლარაციის” სახელით.
  • ORPHEUS-ის მეორე კონფერენცია 2005 წელს ასევე ჩატარდა  ზაგრებში და შემუშავებული იქნა “ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში PhD პროგრამების ორგანიზების გაიდლაინი”.
  • მე-3 კონფერენცია ჩატარდა 2007-ში ჰელსინკში რომლის შედეგადაც შეიქმნა “PhD ტრენინგი კლინიკურ დისციპლინებში, ჰელსინკის კონსენსუსი”.
  • 2009 წელს დანიაში, არხუსში ჩატარებული მე-4 კონფერენცია მიეძღვნა სადოქტორო განათლებაში სტანდარტების შემუშავებას.
  • ORPHEUS-ის მე-5 კონფერენცია ჩატარდა 2010  წლის 8-10 აპრილს ქ. ვენაში (ავსტრია)- ORPHEUS 2010, და მთავარ განსახილველ საკითხად წარმოდგენილი იყო “ბიოსამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებებში PhD განათლების წინსვლა კოოპერაციული ქსელების საშუალებით”.

 


ORPHEUS–ის  მიზნებია:

– აქტიურად დაეხმაროს და უხელმძღვანელოს მის წევრებს მედიცინის დარგში და საზოგადოების საკეთილდღეოდ წვლილის შეტანაში.
– მთელ ევროპაში ორგანიზაციის წევრებისა და PhD კანდიდატებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გაზიარება.
– ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებაში უმაღლესი განათლების და კვლევების გარშემო პოლიტიკაზე ზეგავლენა. 
– ასოციაციის წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთობების და ეფექტური ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა.
– ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში PhD პროგრამების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.
– ევროპის ყველა რეგიონში PhD კანიდატების და აკადემიური პრესონალის მობილობის წახალისება.
– სადოქტორო კვლევებსა და განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის  ხელშეწყობა, განსაკუთრებით აკრედიტაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა.
– მსგავსი მიზნები მქონე  სხვა ასოციაციებთან თანამშრომლობა.