ნატალია ჯავრიშვილი
ინგლისური ენის სპეციალისტი
უმაღლესი სამედიცინო სკოლის “აიეტი” დეფნი ჰეარის სახ. სამედიცინო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
უმაღლესი სამედიცინო სკოლის “აიეტი” მოსამზადებელი კურსის და საბუნებისმეტყველო გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი
mailto:library@aieti.edu.ge


უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს საგანმანათლებლო პროცესის ორგანული ნაწილი - დეფნი ჰეარის სახ. სამედიცინო ბიბლიოთეკა, დაარსდა 1995 წელს, აშშ-ის ბიბლიოთეკათა გულუხვი შემოწირულობებით, რომლის ორგანიზებაც მოახდინა აწ გარდაცვლილმა, ქალბატონმა დეფნი ჰეარმა.

ბიბლიოთეკა მოიცავს მედიცინის თითქმის ყველა დარგის 5000-ზე მეტ წიგნს. ძირითადი ადგილი უჭირავს ინგლისურენოვან ამერიკულ უახლეს სამედიცინო სახელმძღვანელოებს, აუდიო-ვიდეო მასალებს, რომლებიც წარმოადგენენ "აიეტის" სასწავლო პროგრამის განუყოფელ ნაწილს.

სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სწრაფად ხდება ყველა იმ სახელმძღვანელოს ან ნებისმიერი საშუალების მოძებნა, რომლებიც ინახება ჩვენს ბიბლიოთეკაში. 

ეს კოლექცია პოპულარულია სამედიცინო პროფილის სპეციალისტებში და ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ესწრაფვის ცოდნის გაღრმავებას სამედიცინო სფეროში.