ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი სივრცე

2010 წლის 7 აგვისტოსქ.თბილისში,  ხელი მოეწერა სამეცნიერო-კვლევითი და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი სივრცის შექმნის თაობაზე.

 

მემორანდუმის მონაწილენიარიან:

  • სსიპ ა. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი
  • ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი
  • სამედიცინო ცენტრი „ციტო“
  • ჯო ენის სამედიცინო ცენტრი
  • მედიქლაბჯორჯია
  • საჩხერის საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანება
  • გ. ნათაძის სახ. ს/ს სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი
  • მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
  • დავით გაგუას კლინიკა
  • საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია
  • საქართველოს ბიოსამედიცინო მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ასოციაცია
  • საქართველოს კლინიკური ქიმიის ასოციაცია
  • უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“

 

მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი არსი შემდეგშია:

 

  • მიზანი

მონაწილე მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება სამეცნიერო შედეგების გავრცელებისა და მაღალკვალიფიცირებული დოქტორანტების მომზადების  მიზნით.

  • ურთიერთთანამშრომლობის პრინციპები:
    • ერთობლივი საქმიანობის წარმოების შესაძლებლობა;
    • საერთო საქმიანობის საფუძველზე მიღწეული საერთო სარგებელი;
    • ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა.
  • ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განხორციელდება ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებების შემდეგ მიმართულებებში:
    • ნორმალური და პათოლოგიური პროცესების სტრუქტურული, მოლეკულური,  ბიოლოგიური დაფუნქციური საფუძვლები

o       ბიომარკერების თანამედროვე გამოყენება და მომავალი პერსპექტივები.

o       ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების მოლეკულური და უჯრედოვანი რეაქციები.

  • დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და ეტიოლოგიის, სკრინინგისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობისა და მკურნალობის  განმსაზღვრელი ფაქტორები.
  • სამედიცინო განათლების  ნოვატორული განვითარების სამეცნიერო საფუძვლები.
  • თანამშრომლობის ფორმები:
    • სტუდენტთა და დოქტორანტთა ერთობლივი სწავლება და სამეცნიერო ხელმძღვანელობა;
    • ერთობლივი სემინარების და  სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
    • ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება;
    • სამეცნიერო შედეგების, კვლევითი ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება;
    • ერთობლივი საქმიანობის სხვა ფორმები, რომლებიც შეიძლება იყოს ურთიერთშეთანხმების საგანი.
  • დაფინანსება
    • წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობა დაიგეგმება და განხორციელდება თითოეული მონაწილე მხარის ინტერესებისა  და ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით.
    • წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  განისაზღვრება ყველა მონაწილე მხარის ინტერესებისა და ფუნქციების გათვალისწინებით.
  • ერთობლივი საქმიანობის კოორდინაცია

მემორანდუმში მონაწილე თითოეული მხარის მიერ გამოყოფილი იქნება კონკრეტული პიროვნება ერთობლივი საქმიანობის საკოორდინაციოდ. მხარეები თანმხდებიან პერიოდული შეხვედრების აუცილებლობაზე ზემოაღნიშნული ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობისთვის.