დავით ტვილდიანი (უმცრ.),

დიპლომირებული მედიკოსი, დოქტორანტი,

საზოგადოებასთან და უცხოეთთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი,

რექტორის თანაშემწე

mailto:pr@dtmu.edu.ge

 

საზოგადოებასთან და უცხოეთთან ურთიერთობის სამსახური უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” ადმინისტრაციის ერთ-ერთ დანაყოფს წარმოადგენს, რომლის მიზანია ეროვნულ თუ უცხოურ საზოგადოებას გააცნოს ინსტიტუტის პროფილი და მიაწოდოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში შედის უმაღლესი სამედიცინო სკოლის პერიოდული გამოცემის ხელმძღვანელობა და ინსტიტუტის ელექტრონულ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მუდმივი გადახედვა-განახლება. საზოგადოებასთან და უცხოეთთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” პოლიტიკას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ინსტიტუტებთან და დაწესებულებებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის დამყარებას.