დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ დაიწყო მუშაობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონის პირველ გამოცემაზე...

 

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ დაიწყო მუშაობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონის პირველ გამოცემაზე. აღნიშნული გამოცემის რედაქტირება იწარმოებს ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - გიორგი ფხაკაძის, თაოსნობით.

ლექსიკონის ძირითადი დანიშნულებაა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ჯანდაცვითი, საბუნიბისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების პროფესიონალთა შორის კომუნიკაციის ხელშწყობა და გარკვეული სტანდარტების შემუშავება სწავლების, სამეცნიერო დასკვნებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიღწევების საზოგადოებისთვის სრულფასოვნად მიწოდების მიზნით.

გულითადად მივესალმებით საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ჯანდაცვითი, საბუნიბისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების ყველა სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში რედაქტორისადმი შენიშვნების, არსებული დეფინიციების შესწორებების და ახალი მასალის წარდგენის სახით.

პროექტში მონაწილეობის სურვილის არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისა და კონკრეტული ინსტრუქციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბ-ნ გიორგი ფხაკაძეს ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: giorgi76@gmail.com

ნაშრომების, მოსაზრებების ან კომენტარების წარსადგენად არ არის აუცილებელი იყოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი. მისაღებია სტუდენტების (დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი სწავლებისა), ექიმების ან სხვა (სხვა ჯანდაცვითი, საბუნიბისმეტყველო და სოციალური) დარგის ექსპერტების მონაწილეობა. არსებითად, ჩვენი მოლოდონია, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან პროფესიული შეხება, სულ მცირე, სამი ფართო სახეობიდან ერთერთი:

ა) მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს ექნება გარკვეული ან მნიშვნელოვანი გამოცდილება საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და მიმდინარე პროექტის მსგავს შრომაში, ან ექნება პროფესიული გამოცდილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს (შესაძლოა, სხვა დარგშიც);

ბ) ზოგიერთი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობა არ არის მათი მთავარი საქმიანობა, მაგრამ ხშირად მოიხმარს ამ დარგის ცოდნას, მეთოდებს ან არგუმენტაციებს/მოსაზრებებს; და

გ) დანარჩენებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირედი, ან საერთოდ არ ჰქონდეთ გამოცდილება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში,  და იშვიათადან, ან საერთოდ არ იყენებდნენ მას თავიანთ შრომებში (მიუხედავად ამისა, აგრეთვე მივესალმებით მათ მონაწილეობას).

შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს ფართო აკადემიურმა საზოგადოებამ და რომ ლექსიკონმა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოყენებას თანამედროვე მეცნიერებაში, სწავლებაში და პრაქტიკაში - საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ჯანდაცვითი, საბუნიბისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების ფარგლებში და მის გარეთ.

ველით თქვენს კრიტიკულ შენიშვნებს, კომენტარებს და მოსაზრებებს. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი ყურადღებისთვის!